"ტექნიკურმა ხარვეზმა" ოზურგეთის დაცვის პოლიცია ღამით ქუჩაში გამოიყვანა

09.10.2019 - "ტექნიკურმა ხარვეზმა" დაცვის პოლიცია სრული შემადგენლობით ღამით ქუჩაში გამოიყვანა

ბოლო ორი დღეა, დაცვის პოლიციის ქსელში შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, უწყების მობილური ჯგუფი იძულებული გახდა ქუჩაში გამოსულიყო  და მათი დაცვის ქვეში მყოფი ობიექტები "ცოცხლად დაეცვათ".

"გურიის მოამბეს" შსს პრეს სამსახურიდან ჩვენს კითხვაზე საპასუხოდ- თუ რატომ შეინიშნებოდა ღამის საათებში  ოზურგეთის ქუჩებში დაცვის პოლიციის თანამშრომლების სიმრავლე, აუხსნეს, რომ კონკრეტული სიტუაცია ტექნიკურმა ხარვეზმა შექმნა: 

 "ორი დღის განმავლობაში იყო ტექნიკური ხარვეზი, რომლიც ახლა სრულად არის აღმოფხვრილი. ამიტომაც გამოდიოდა მობილური ჯგუფი და ამოწმებდა მათი დაცვის ქვეშ არსებულ ობიექტებს"-გვითხრეს პრესცენტრში. 

როგორც გაირკვა, სწორედ ამიტომ, ორი ღამის განმავლობაში მოუწიათ დაცვის წევრებს ობიექტების დაცვის მიზნით ოზურგეთის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე მორიგეობა, რომელი ობიექტების დაცვაზეც მათ პასუხისმგებლობა გქონდათ აღებული.


22.10.2019

ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მისმა მეუღლემ ჩაანაცვლა

ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მისმა მეუღლემ ჩაანაცვლა

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

მოსახლეობის პროტესტის გამო უარს ვერ ვიტყვით ჰესებზე — ნარმანია

მოსახლეობის პროტესტის გამო უარს ვერ ვიტყვით ჰესებზე

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

ლანჩხუთში გამოფენა სახელწოდებით „კინო და თეატრი“ გაიხსნა

დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს იმდროინდელი თეატრის აფიშები და საკმაოდ მრავალფეროვანი ფოტომასალა

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

ევროკავშირი ჩაის დარგის რეაბილიტაციის მიზნით ადგილობრივ კოოპერატივებს აფინანსებს

ნაგომრის ჩაის პლანტაციებში სეირნობისას ევროკავშირის ელჩი კმაყოფილებას არ მალავდა

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

ანაკლიის პროექტს არ სჭირდება პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვა- ცქიტიშვილი

"ახლა არის დრო, როდესაც სამუშაო შევხვედრების ფორმატში გვაქვს კონსორციუმთან სამუშაო"

წაიკითხე სრულად »