ოზურგეთის მერიამ სარეზერვო ფონდიდან "ბლექსი არენას" საკონცერტო ბილეთები შეიძინა

09.10.2019 - ვისთის შიძინა მერიამ ბილეთები?

ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდების ხარჯვა 2018 წელს-IDFI-ი სკანდალურ დასკვნას დებს. 

ვრცელ კვლევაში ნათქვამია, რომ ცალკეულ შემთხვევებში სარეზერვო ფონდები გამოიყენება კულტურული, სპორტული და საგანმანთლებლო ღონისძიებების დასაფინანსებლად. მაგალითად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ღვაწლმოსილი ადამიანებისათვის  შეიძინა შეკვეთილში მდებარე „ბლექსი არენა ჯორჯიას“ საკონცერტო დარბაზის ბილეთები.

ბრძანება # 2157-ში კონკრეტულად არ არის საუბარი თუ რამდენი ადამიანისთვის და რომელ კონცერტზე დასასწრებად მოხდა ბილეთების შეძენა, თუმცა კონკრეტული თანხა (2,157) მითითებულია.  

როგორც "გურიის მოამბეს" ოზურგეთის მერიაში განუცხადეს, ბილეთების შეძენა სოფლებში მცხოვრებ ღავწლმოსილი ადამიანების მოხდა. "შვიდკაცას" კონცერტს მერიის დახფინანსებით კი სულ 50 ადამიანმა უყურა. 

"2018 წლის აგვისტოს თვეში ოზურგეტის მუნიციპალიტეტის მერიამ "ბლეასი არენას" საკონცერტო დარბაზში, ანსამბლ "შვიდკაცას კონცერტისთვის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ღვაწლმოსილი ადამიანებისთვის (ყველა სოფლიდან) შეიძინა 1 030 ლარის ღირებულების ბილეთები, სულ 50 ადამიანი. მოხდა ასევე მათი უფასო ტრანსპორტირებაც"-გვითხრეს პრესცენტრში.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ჩოხატაურის მერიის მიერ მოწოდებულია მხოლოდ იმ მიმართულებების ჩამონათვალი, რაზეც გაიხარჯა სარეზერვო ფონდი, თუმცა ხარჯების ოდენობა არ იქნა მითითებული.

მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მაღალი დანახარჯებით, გამორჩეულ მუნიციპალიტეტებს შორის ოზურგეთის მეექვსე ადგილს იკავებს. გახარჯული თანხის ოდენობამ კი სულ 346,336 ლარი შეადგინა. 

რაც შეეხება ლანჩხუთს, მუნიციპალიტეტმა გასულ წელს ფონდიდან სულ 29 ,600 ლარი გახარჯა. 


22.10.2019

ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მისმა მეუღლემ ჩაანაცვლა

ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მისმა მეუღლემ ჩაანაცვლა

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

მოსახლეობის პროტესტის გამო უარს ვერ ვიტყვით ჰესებზე — ნარმანია

მოსახლეობის პროტესტის გამო უარს ვერ ვიტყვით ჰესებზე

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

ლანჩხუთში გამოფენა სახელწოდებით „კინო და თეატრი“ გაიხსნა

დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს იმდროინდელი თეატრის აფიშები და საკმაოდ მრავალფეროვანი ფოტომასალა

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

ევროკავშირი ჩაის დარგის რეაბილიტაციის მიზნით ადგილობრივ კოოპერატივებს აფინანსებს

ნაგომრის ჩაის პლანტაციებში სეირნობისას ევროკავშირის ელჩი კმაყოფილებას არ მალავდა

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

ანაკლიის პროექტს არ სჭირდება პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვა- ცქიტიშვილი

"ახლა არის დრო, როდესაც სამუშაო შევხვედრების ფორმატში გვაქვს კონსორციუმთან სამუშაო"

წაიკითხე სრულად »