"გურიის მოამბეს" რედაქტორს შვილების ლიკვიდაციით ემუქრებიან - შსს-მ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო

09.09.2019 - "გურიის მოამბეს" რედაქტორს შვილების ლიკვიდაციით ემუქრებიან - შსს მ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო

რეგიონალურ ყოველკვირეულ გაზეთ "გურიის მოამბეს" რედაქტორს, თეა იოსელიანს, სოციალური ქსელებით შვილების ლიკვიდაციას გამოძიებისათვის ჯერჯერობით დაუდგენელი პირი უკვე 10 დღეა ემუქრება.

მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ“-„გურიის მოამბის“ რედაქტორს, თეა იოსელიანს ამ შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება ფეისბუკის საშუალებით გამოუგზავნეს. 

მომხდართან დაკავშირებით შსს-ს თეა იოსელიანმა განცხადებით დღეს მიმართა.

დღესვე, შსს გურიის დეპარტამენტში მოხვდა თეა იოსელიანის გამოკითხვა.

როგორც შსს-დან გვაცნობეს, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია სსკ 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

იოსელიანს, "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე უცნობი პიროვნება დაუკავშირდა და ეს უკანასკნელი მას, შვილების ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა.

"გურიის მოამბე"-ს რედაქტორი გარკვეულ მუქარებს, იმ შემთხვევაში, თუ ის არ შეწყვეტდა კრიტიკული სტატიების გამოქვეყნებას, ადრეც განიცდიდა, თუმცა შვილების ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარას ადგილი პირველად ჰქონდა.

სწორედ ამან, მისივე თქმით განაპირობა მისი მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკავშირება:

წერილი 28 აგვისტოს აქვს გამოგზავნილი ჩემთვის უცნობ პიროვნებას. გუშინ საღამოს შემთხვევით ვიპოვე, როცა ტელეფონზე შემოსულ შეტყობინებებს ვამოწმებდი. პოლიციამ დაიწყო უკვე ამაზე გამოძიება. გამორიცხულია, ვინმეს ჩემთან პირადი მტრობა აკავშირებდეს. 16 წელია ჟურნალისტიკის სფეროში ვარ და ძალიან ბევრი კრიტიკული წერილი დამიწერია. ეს ბევრს მოსწონდა, ბევრი ღიზიანდებოდა, მაგრამ, ამდაგვარი ამაზრზენი და მართლაც შიშისმომგვრელი მუქარის შემცველი შეტყობინება პირველად მივიღე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს უკავშირდება ჩემს საქმიანობას და „ფეისბუქ“ აქტივობებს“-გვითხრა იოსელიანმა.

თეა იოსელიანი "გურიის მოამბეში" 2005 წლიდან მუშაობს.

დღეისათვის ის ამ გამოცემის რედაქტორია.

 

 


28.02.2020

აუდიტი: მეშვიდე კლასამდე მოსწავლეებს ბულინგზე ინფორმაცია არ მიეწოდებათ

სკოლების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტების პროტესტი დუმილით გამოხატეს

"აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტების პროტესტი დუმილით გამოხატეს

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

არჩილ თალაკვაძე: ამ საპარლამენტო არჩევნებში 40%-ზე მეტი ხმის მიღებას ვგეგმავთ

"ამ საპარლამენტო არჩევნებში 40%-ზე მეტი ხმის მიღებას ვგეგმავთ"

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"დასავლური შოლტი როგორ უხდებათ... თალაკვაძე რა ბუნჩულა გახდა"- დავით ბერძენიშვილი

"დასავლური შოლტი როგორ უხდებათ... თალაკვაძე რა ბუნჩულა გახდა"- დავით ბერძენიშვილი

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

სამართალდამცავებმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

სამართალდამცავებმა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

წაიკითხე სრულად »


28.02.2020

"საქართველოს ბანკის“ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა - ფილიალმა მუშაობა გააჩერა

"საქართველოს ბანკის“ თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა - ფილიალმა მუშაობა გააჩერა

წაიკითხე სრულად »