ქურდობა მამათში-სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა

15.02.2019 - შემთხვევა გურიაში

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, ქურდობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები. 

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა და ფაქტობრივად ორი სოფელი ლანჩხუთში, ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა. 

ლხინის სუფრიდან უკან დაბრუნებულებს სიძის ოჯახი ისე დახვდათ გაქურდული, რომ სახლში ვეღარც ჩანგალი იპოვეს, ვერც ალუმინის თასები და ვერც საწოლი. 

მომხდარის შესახებ "გურიის მოამბეს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა: "მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე.  დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო.   დაცარიელებული დაგხვდა სახლი.  სიძე იძახდა,-სად დავწვე ახლა მეო?! მეზობლებმა დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში"-გვიყვება მეზობელი

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

ასევე უწყების ცნობით, ოჯახის მიერ პოლიციაში ზარი მას შემდეგ შევიდა, რაც სახლში დაბრუნებულებს ყველაფერი არეული დახვდათ. პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ სახლსა და დამხმარე შენობაში მოპარული არაფერი არ არის, სახლის მეპატრონემ პოლიციას განუცხადა რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან არც ძვირფასი და არც უმნიშვნელო ნივთი დაკარგული არ არის, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი-გვპასუხობენ პრესცენტრში. 


22.10.2019

ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მისმა მეუღლემ ჩაანაცვლა

ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მისმა მეუღლემ ჩაანაცვლა

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

მოსახლეობის პროტესტის გამო უარს ვერ ვიტყვით ჰესებზე — ნარმანია

მოსახლეობის პროტესტის გამო უარს ვერ ვიტყვით ჰესებზე

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

ლანჩხუთში გამოფენა სახელწოდებით „კინო და თეატრი“ გაიხსნა

დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს იმდროინდელი თეატრის აფიშები და საკმაოდ მრავალფეროვანი ფოტომასალა

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

ევროკავშირი ჩაის დარგის რეაბილიტაციის მიზნით ადგილობრივ კოოპერატივებს აფინანსებს

ნაგომრის ჩაის პლანტაციებში სეირნობისას ევროკავშირის ელჩი კმაყოფილებას არ მალავდა

წაიკითხე სრულად »


22.10.2019

ანაკლიის პროექტს არ სჭირდება პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვა- ცქიტიშვილი

"ახლა არის დრო, როდესაც სამუშაო შევხვედრების ფორმატში გვაქვს კონსორციუმთან სამუშაო"

წაიკითხე სრულად »