"როგორ გაიქურდა და განადგურდა მოცვის პლანტაცია"- "საპარტნიორო ფონდი" "გურიის მოამბის" წერილს ეხმაურება

18.10.2018 - სტატიაში საუბარია დიდი ოდენობით მოცვის დატაცებაზე

 

საპარტნიორო ფონდი გუშინ პორტალ "გურიის მოამბეზე' შ.პ.ს "ვარნიკის" ხარისხის მართვის მენეჯერის, მედეა გულუას მიერ დაბა ლაითურში, მოცვის პლანტაციებში არსებულ მძიმე მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს.

სრულად გთავაზობთ ფონდის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ წერილს:

„საპარტნირო ფონდი“ ეხმაურება საინფორმაციაო სააგენტო „გურიის მოამბეში“ გასულ მასალას, რომელიც კომპანია „ვანრიკ აგროს“ ხარისხის მართვის ყოფილი მენეჯერის მედეა გულუას მცდარ ინფორმაციას ეყრდნობა. სტატიაში დაფიქსირებული ბრალდებები, რომელიც კომპანია „ვანრიკ აგროს“ ამჟამინდელ მფლობელს „საპარტნირო ფონდს“ უკავშირდება  უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთვის გაუგებარია რას ემსახურება „ვანრიკ აგროს“ ყოფილი თანამშრომლის მხრიდან „საპარტნიორო ფონდის“ მისამართით ორ დღის წინ გაკეთებული განცხადებები, მაშინ როცა, მოსავლის აღების პროცესის დასრულების ეტაპზე აღნიშნული პიროვნება მედიასთან საწინააღმდეგოს ამტკიცებდა და მადლობას უხდიდა „საპარტნიორო ფონდს“ კომპანიის გადარჩენისთვის.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ვანრიკ აგროში“ არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მენეჯმენტი შეიცვალა და მიმდინარე წლის გაზაფხულზე მართვაში „საპარტნიორო ფონდი“ შევიდა. კომანიას მისი ყოფილი ხელმძღვანელის და თანადამფუძნებლის ირაკლი ფარცვანიას პერიოდში დაუგროვდა მრავალათასიანი სახელფასო და საბიუჯეტო დავალიანებები, ასევე, დიდი ოდენობით ვადაგადაცილებული საბანკო ვალდებულებები და გადაუხდელი დავალიანებები კრედიტორების მიმართ. იმ დროისათვის, კომპანიას სამომავლო ფუნქციონირებისთვის ფულადი რესური არ გააჩნდა და მიუხედავად კომპანიის დამფუძნებლების (ი. და ვ. ფარცვანიების) პირდაპირი ვალდებულებისა მათი მხრიდან ალტერნატიული ფინანსების მოძიება არ მომხდარა. შესაბამისად კრიზისული მდგომარებიდან გამოსვლის მიზნით პარტნიორთა შეთანხმებით კომპანია „ვანრიკ აგროს“ მენეჯმენტი „საპარტნიორო ფონდმა“ ჩაანაცვლა.

„საპარტნიორო ფონდი“ თავისი მანდატიდან გამომდინარე საინვესტიციო ბიზნეს პროექტების მენეჯმენტში არ ერევა, ამ შემთხვევაშიც, დრო და რეკომენდაციები მისცა ინვესტორს ვითარების გამოსასწორებლად. მიუხედევად ამისა კომპანიაში არაფერი შეიცვალა. ფონდი იძულებული გახდა საკუთარი უფებამოსილების ფარგლებში ღრმა კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე შესულიყო კომპანიის მენეჯმენტში.

„საპარტნიორო ფონდმა“ მოსავლის გადარჩენის მიზნით  ამა წლის  მაისში  კომპანიაში დამატებით, მოკლევადიანი ინვესტირება განხორცილა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, მოსავლის აღება და მისი რეალიზაცია. „საპარტნიორო ფონდის“ ძალისხმევით კომპაიაში მოხდა შემოსავლების მობილიზება, რომლითაც ნაწილობრივ დაიფარა ი. ფარცვანიას მმართველობის პერიოდში წარმოშობილი სახელფასო დავალიანებები და სრულად ანაზღაურდა კომპანიაში მუდმივად დასაქმებულთა მიმდინარე ხელფასები. უფრო მეტიც, კრეფის სეზონზე დამატებით, დასაქმდა 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები და სრულად განხრციელდა მათ მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურება.

რაც შეეხება სტატიაში გამოთქმულ ბრალდებებს, ახალი მენეჯმენტის მიერ დაცვის ყველა თანამშრომლის დათხოვნის შესახებ  სინამდვილეს არ შეესაბამება. ვინაიდან, კომპანიაში წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა ლურჯი მოცვის მოსავლის მოპარვის ფაქტები „საპარტნიორო ფონდმა“ დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულება კომპანია „ალგანს“ დააკისრა. „საპარტნიორო ფონდის“ მოთხოვნით უსაფრთხოების გაძლიერება დაცვის ძველი თანამშრომლების შენარჩუნებით მოხდა.

რაც შეეხება სატატიაში მოყვანილ ციფრებს ლურჯი მოცვის დაგეგმილ მოცულობებთან დაკავშირეით ( 120 ტონა) არარეალურ გათვლებს ემყარება. იქიდან გამომდინარე, რომ წინა მენეჯმენტის პერიოდში არ ხდებოდა სრულყოფილი აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარება, ყოველ სეზონზე დაგეგმიზე 2-3-ჯერ ნაკლები მოსავალი მიიღებოდა. შესაბამისად, ვერც მიმდინარე წელს მოხდა დადგეგმილ მოცულობებზე გასვლა.

სტატიაში საუბარია დიდი ოდენობით მოცვის დატაცებაზე, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. უნდა აღინიშნოს, რომ ი.ფარცვანიას ხელმძღვანელობის დროს არ ტარდებოდა სრულყოფილი ინვენტარიზაცია, შესაბამისად ვერ მოხდა აღწერის დოკუმენტების მოძიება, რომელიც იმ დროისთვის კომპანიის საწყობში 2700 ყუთის არსებობას დაადასტურებდა, რაც დიდი ოდენობით მოცვის დატაცების ფაქტს გამორიცხავს. თუმცა ფონდმა შესაძლო ქურდობის ფაქტზე, მყისიერად აცნობა ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს. მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ცარიელი ყუთების პლანტაციებიდან დატაცების ფაქტები იკვეთება. თუკი, როელიმე ყოფილი, ან ამჟამინდელი თანამშრომელი ფლობს მოცვის დატაცების შესახებ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდი“ მოუწოდებს, აცნობოს სამართალდამცველებს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

ცნობისთვის, როგორც გუშინ "გურიის მოამბესთან" "ვანრიკის" ხარისხის მართვის მენეჯერმმა, მედეა გულუამ ისაუბრა,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში 2012 წელს გაშენებული მოცვის პლანტაციები, დღეს განადგურების პირასაა. ის აცხადებს, რომ საპარტნიორო ფონდის შესვლის შემდეგ, რომელსაც შ.პ.ს-მ დახმარება 2015 წელს სთხოვა, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მიმდინარე წელს მოპარულია ტონობით მოსავალი, განთავისუფლებულია თანამშრომელთა დიდი ნაწილი და გავერანებულია პლანტაციები.

ქალბატონი ჩვენთან დეტალურად ყვება. თუ როგორ იკარგებოდა ყოველდღიურად ასობით კილოგრამი მოცვი, ვის გაჰქონდა პროდუქცია საბითუმო ბაზარზე  და რატომ შეცვალა ფონდმა კომპანიაში შესვლის დღიდან დაცვის სამსახური.

 მედეა გულუა  20-მდე თანამშრომელთან ერთად საპარტნიორო ფონდის წინააღმდეგ, სასამართლოს მიმართავს.
ფოტოები გადაღებულია ქობულეთის საბითუმო ბაზარზე, სადაც მედეა გულუამ სწორედ ლაითურიდან უცხო პირების მიერ კომპანიის კუთვნილი ყუთებით მათივე პლანტაციებში დაკრეფილი მოცვი ჩაბარეს. 

 

 


18.09.2019

„გურიის მოამბის“ რედაქტორი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს

წაიკითხე სრულად »


18.09.2019

პირი რომელიც რედაქტორზე მუქარას ახორციელებდა თბილისის მერიის თანამშრომელი აღმოჩნდა

პირი რომელიც რედაქტორზე მუქარას ახორციელებდა თბილისის მერიის თანამშრომელი აღმოჩნდა

წაიკითხე სრულად »


18.09.2019

პრეზიდენტი არის უვარგისი ადამიანი - გიორგი ოთხმეზურის პირველი კომენტარი სკანდალურ შეწყალებაზე

არ ვაპირებ ჩემი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყლაბაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას

წაიკითხე სრულად »


18.09.2019

ირაკლი ოქრუაშვილს თავდებში პოლიტიკოსები ჩაუდგებიან

ჭაბაშვილის განცხადებით, ისინი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ და გირაოს სახით 500 000 ლარს შესთავაზებენ

წაიკითხე სრულად »


18.09.2019

"ოცნებაში" აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს "გაუჩალიჩეს"

"არსებობს კითხვები და ჩემი აზრით, თუ ეს ქალბატონ სალომეს ვიღაცამ მოუწყო და „გაუჩალიჩა“

წაიკითხე სრულად »