გურიის გუბერნატორად დავით მჟავანაძე ინიშნება

01.04.2018 - გურიის გუბერნატორად დავით მჟავანაძე ინიშნება

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აწ უკვე ყოფილი ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე,  აღნიშნულ პოსტზე  მერაბ ჭანუყვაძეს ჩაანაცვლებს

ამის შესახებ „გურიის მოამბეს პრემიერ მინისტრის კანცელარიიდან აცნობეს.

„დღეს პირველ აპრილს დამთავრდა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერისა და ოზურგეთის საკრებულოს წევრის მოლაპარაკებები ქართული ოცნების ლიდერებთან. მოლაპარაკების შედეგად მჟავანაძემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა და ქართული ოცნების რიგებს შეურთდა“ - ნათქვამია კანცელარიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

„მჟავანაძემ მოინანია გამოჩენილი ქართველი დენდროლოგის მიმართ განხორციელებული პროვოკაციები და პირობა დადო, რომ გუბერნატორად დანიშვნის პირველივე დღიდან პირადად უხელმძღვანელებს ხეების გადატანის პროცესს მთაგორიანი გურიიდან ზღვისპირეთისაკენ და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო ტრანსპორტირებას, ასევე პირობა დადო, რომ ერთ ხეს პირადად მისი ხელებით მოგლეჯს და ზრუგით ჩაიტანს შეკვეთილში“-გვითხრა მჟავანაძის პირადმა წარმომადგენელმა უშიშროების საკითხებში, ბადრი კილაძემ..

მჟავანაძის ქართულ ოცნებაში გადასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ყოფილი თანაგუნდელებისათვის, ბესო ქათამაძემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია: ,,სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დავით მჟავანაძემ უარყო რწმენაი იგი ჭეშმარიტი, აღიარა არტოშანი და შეერთო უღვთოთა. ვემზადებით საპასუხო ზომებისათვის“-აცხადებს ქათამაძე.

ოპოზიციის კიდევ ერთი  ლიდერი შალავა თავდიშვილი კი ირწმუნება, რომ მოულოდნელი მჟავანძის საქციელი მისთვის არ ყოფილა და ის მჟავანაძის საქმიანობას უკვე ბოლო ორი წელია ეჭვის თვალით უყურებს:

,,ჩემს ბარაზე მაი აწე ვერ გეიარს“ დასძინა თავდიშვილმა.

რაც შეეხება მმართველ პარტიას მისი ადგილობრვი ლიდერი დავით დარჩია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა - ,,რავიცი ახლა რავიცი, ჩვენ იი გვინდოდა მარა ზეით ასე გადაწყდა და რა ვიცი რა გითხრათ, კვეფერს კვერ გეტყვით ისე!“

"გურიის მოამბე" გილოცავთ 1 აპრილს - ხუმრობის საერთაშორისო დღეს

 


14.12.2018

WEG-ის კვლევა: მოსახლეობის 50% სესხს საკვებისთვის იღებს

2017 წელს აბსოლუტურმა სიღარიბემ 21,9% შეადგინა.

წაიკითხე სრულად »


14.12.2018

ლანჩხუთში 9 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

დაშავებული ქუთაისში გადაიყვანეს

წაიკითხე სრულად »


14.12.2018

“კობახიძეს ეტყობა, ჩვენი ხელთ უნდოდა "ნაციონალების" ცემა ”

ადა მარშანია, კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა

წაიკითხე სრულად »