რაში დაიხარჯა 2 მილიონი ლარი-ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ფასადურად ჩატარებული სამუშაოები

20.06.2017 - არა გარდერობი, სარეპეტიციო და გასახდელი

შენობას, რომლის რემონტზე 2 მილიონ 499 ათასი ლარი დაიხარჯა და 6 თვის წინ ზარ-ზეიმით გაიხსნა, დღეს დაბზარული აქვს კედლები, მოტეხილი აქვს სახელურები, დაზიანებული აქვს აივნები და სახურავი. შენობას არ აქვს კონდიცირების სისტემა და არ იხსნება ფანჯრები. ასევე არ არის გათვალისწინებული და დაცული, უსაფრთხოების ზომები. 

"ხარვეზე იყო აივანზე. ბანერების დაკიდების დროს გვიწევს გარეთ გადასვლა, კარები შიგნითაც და გარეთაც ცუდად არის დაპროექტებული. ვითხოვთ შეგვექმნას ის კომფორტი, რასაც აქ ჩამოსული სტუმრები იმსახურებენ, გნებავთ ადგილობრივი ღონისძიებები იყოს, ვიყოთ კომფორტულად"-აცხადებს ტვ "იბერიასთან" ჩოხატაურის კულტურის სასახლის დირექტორის მოადგილე ნინო სიხარულიძე. 

ჩოხატაურის კულტურის სასახლის თანამშრომლები აცხადებენ, რომ კომპანია "ვექტორმა", რომელმაც სარემონტო სამუშაოები ჩაატარა შეცდომები დაუშვა. მსახიობები განმარტავენ, რომ კულტურის სახლში მუშაობა უჭირთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მათთვის საგრიმიოროს არ არსებობაა, არა აქვთ გამოსაცვლელი და სარეპეტიციო ოთახები. 

"გინდ ხელოვნების სასახლე დაარქვი, გინდ კულტურის სახლი, თუნდაც კლუბი იყოს, ვერ წარმომიდგენა, რომ ასეთ სასახლეს არ ჰქონდეს, საგრიმიორო, გასახდელი, გარდერობი"-ამბობს მსახიობი და რეჟისორი  გიორგი ცინცაძე.

ჯემალ ნაკაშიძე, ანსამბლ "გურიას" სოლისტი-"უკანა მხარეს არის 80-80 კვ. მეტრო სულ ტყუილად გაკეთებული. ამხელა ფართი სულ გამოუყენებელია, იქ ახლა ვერაფერს ვერ გააკეთებ. მთავარი მოთხოვნაა, რომ დაემატოს სათავსოები, სარეპეტიციოები, საგრიმიორო და გასახდელი". 

კომპანია "ვექტორში" დღეს "იბერიასთან" კომენტარი არ გააკეთეს. ჩოხატაურის გამგებლის განცხადებით კი, მათი მხრიდან კომპანიასთან მიღწეულია შეთანხმება და მშენებლობის დროს დაშვებულ შეცდომებს კომპანია 2 წლის განმავლობაში გამოასწორებს. 

"პროექტი, არქტექტორების შექმნილი დოკუმენტების შესაბამისად განხორციელდა კომპანიას აქვს ვალდებულება ორი წლის ვადაში გამოასწოროს ხარვეზები"-ამბობს კუჭავა.

გარემონტებული ჩოხატაურის კულტურის სახლი ექვსი თვის წინ პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. გახსნიდან მალევე კი აღმოჩნდა, რომ სამუშაოები მხოლოდ ფასადური იყო. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას სამშენებლო ხარვეზებზე და ზარალზე რომელიც ბიუჯეტმა ნახა, უცნობია. 


14.07.2020

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

ჯანდაცვის კომიტეტმა საგანგებოს გამოცხადების გარეშე შეზღუდვების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

"ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ"- სააკაშვილი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის - ზალკალიანი

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

დარღვევები ქართულ სასამართლო სისტემაში - საია-ს ანგარიში

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

"კაწროს" მეუღლე, ნათია რუხაია ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის

წაიკითხე სრულად »


14.07.2020

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს

წაიკითხე სრულად »